თბილისის განვითარების გენგეგმა დამტკიცებულია

16.03.2019 00:37

37 მომხრე 4 წინააღმდეგ - რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცებულია. ოპოზიციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. 2030 წლამდე სწორედ ამ ჩარჩო გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს თბილისში, სატრანსპორტო პოლიტიკა, განაშენიანება, რეკრეაციული ზონების მატება და ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქის ცხოვრებას ეხება. დოკუმენტი არ მოსწონს ოპოზიციას. კრიტიკის ძირითადი მიზეზი რეკრეაციული ზონების შემცირება იყო, თუმცა უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ რეალურად გენერალური გეგმის მიხედვით, გამწვანებული სივრცეები თბილისში 5 მილიონი კვადრატული მეტრით გაიზრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო