„გაღმა ნაპირი“ აფხაზურ ენაზე
იწყება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ შექმნილი ფილმების აფხაზურ ენაზე თარგმნას. ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ინიცატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე ითარგმნა ფილმი „გაღმა ნაპირი“. პროექტის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში თარგმნილი ფილმების გავრცელება და პოპულარიზაციაა. 22 აპრილს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აფხაზური სუბტიტრებით გიორგი ოვაშვილის ფილმის - „გაღმა ნაპირის“ დისკები გადასცა. ღონისძიებას გაუძღვნენ მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საიდა ავიძბა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი თედო ბექაური. „გაღმა ნაპირი“ აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ოცდაათამდე ქვეყანაში, ოთხმოცამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირს“ რამდენიმე ათეული ჯილდო აქვს მოპოვებული. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
”გაღმა ნაპირი” აფხაზურ ენაზე ითარგმნა-- სტუმრები გადაცემაში...
TV religia
გაღმა ნაპირი
Red Dog
გაღმა ნაპირი
Marine Avaliani
„გაღმა ნაპირი"
vaja otarashvili
გაღმა ნაპირი
Tengiz Verulava
გაღმა ნაპირი
ქართული ფილმები
„გაღმა ნაპირი“ (12) - 21 აპრილს, 22:10
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაღმა ნაპირი (the other bank)
Durmishkhan Gorduladze