თესაუში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური შევიდა


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური შევიდა. ეს ინფორმაცია ამავე უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის უფროსმა, პაატა გოცირიძემაც, დაადასტურა. კითხვაზე: რატომ შევიდა აუდიტის სამსახური უმაღლეს სასწავლებელში? ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც პაატა გოცირიძეს და არც უნივერსიტეტის რექტორს. სავარაუდოდ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების შესვლა უმაღლეს სასწავლებელში ზოგიერთი პროფესორის განცხადების საფუძველზე მოხდა, რაც სასწავლებლის საქმიანობას უკავშირდება.
აუდიტის სამსახური ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ აღნიშნული უწყება უნივერსიტეტში არსებულ ოფიციალურ საბუთებს დეტალურად სწავლობს. შეგახსენებთ, რომ თელავის უნივერსიტეტში აუდიტის სამსახურის შესვლის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/O2TSVH

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან