სვანეთი სტიქიური უბედურების ეპიცენტრში

07.07.2018 06:31

მეორე დღეა სვანეთი სტიქიური უბედურების ეპიცენტრია. ჭუბერში ყველაფერი წყალს მიაქვს. სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ხალხი ადიდებული ნენსკრას ტყვეობაშია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ წაიღო ხიდები, დატბორა სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად საკარმიდამო ნაკვეთებიც გაანადგურა. მათ ვისმა სახლებმაც გუშინდელ ღვარცოფს ვერ გაუძლო ღამე ნათესავებთან გაათენეს. ყველაზე რთული ვითარება იმ ტერიტორიაზეა, სადაც მდინარის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უხვი წყლის შედეგად ჩამოტანილმა ხეებმა მდინარის კალაპოტი გაანგრია და ხეობაში მდებარე ორ სახლს დატბორვა ემუქრება. ადგილობრივებს ავეჯის გამოტანაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ეხმარებიან.

გაზიარება: