კახეთში ზარალს ითვლიან


მესამე დღეა, სტიქიას ებრძვიან კახეთში - ცოტა ხნის წინ ლაგოდეხი მეორედ დაისეტყვა. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდდა სოფელ კაბალის მდინარე, წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და კაბალი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა დატბორა. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.

სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიდნენ გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში. მერიის შესაბამისმა კომისიამ ყველა დაზარალებული ოჯახი უნდა შეისწავლოს. სრულად განადგურდა ვენახები, სახნავ-სათესი ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია ავტომობილები.

განსაკუთრებული ზიანი მიადგა კაჭრეთს - 150 ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები მთლიანად დაუზიანდა. სტიქიით გამოწვეულ ვითარებას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც გაეცნო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან