საწვავის ბაზრის ახალი კვლევა

09.02.2024 05:07

დააჯარიმებს თუ არა კონკურენციის ეროვნული სააგენტო მსხვილ ნავთობკომპანიებს კიდევ ერთხელ - შუალედური დასკვნით, რომელიც საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას იკვლევდა, ირკვევა რომ ნავთობკომპანიების მხრიდან საწვავის რეალიზაციისას ფასნამატი გაზრდილია. საუბარია გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდზე, რა დროსაც კომპანიებმა რეგულარის ტიპის ბენზინზე თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა დაახლოებით 40 თეთრით გაზარდეს. ხომ არ ცდილობდნენ კომპანიები საწვავზე არსებული ფასის ხელოვნურად შენარჩუნებას - ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის ფარგლებში უნდა გასცეს. საბოლოო დასკვნა სავარაუდოდ აპრილში გამოქვეყნდება.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub