უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

11.10.2022 01:32

რუსეთის ავიაიერიშების შემდეგ, უკრაინის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი. პრეზიდენტის თქმით, 11 ოქტომბერს დაგეგმილია „დიდი შვიდეულის“ საგანგებო სხდომა. ასევე, უკრაინა მუშაობს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის წარსადგენად, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებსა და ტერორს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ენერგოსისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ელექტროენერგია გონივრულად მოიხმარონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: