საახალწლო სამზადისი საქართველოს რეგიონებში
ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება იმართება. საღამო საბავშვო კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ. საახალწლო ღონისძიების პარალელურად, მერიის წინ მიმდებარე სკვერი სხვადასხვა საახალწლო აქტივობებითაა დატვირთული. ღონისძიებაზე მისული პატარების განწყობაზე კი ანიმატორები იზრუნებენ. ეწყობა საკარნავალო მსვლელობაც. საახალწლო ღონისძიებები იმართება დუშეთის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც საბავშვო სივრცე და საშობაო ბაზრობაა მოწყობილი. საახალწლო სოფელში გამოფენილია ადგილობრივი ნაწარმიც. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. დღის ბოლოს კი, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება, რის შემდეგაც, მოსახლეობის განწყობაზე ჯგუფი „მგზავრები“ იზრუნებს. ღონისძიებას საზეიმო ფეიერვერკი დაასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საახალწლო სამზადისი რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საახალწლო სამზადისი გისოსებს მიღმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PR ფორუმი სოფო ბალავაძე
რადიო იმედი
წინა საახალწლო სამზადისი 🎄🎁 #ვლოგი #1k #1mill #მოტივაცია #...
Mari’s vlogs
საახალწლო სამზადისი #1 - TheCreeperWorld VLOG
Gigi Kurtanidze
საახალწლო სამზადისი #2 - TheCreeperWorld VLOG
Gigi Kurtanidze
საახალწლო სამზადისი და გაძვირებული ფასები თბილისში #Emigrant...
Emigrant TV