მსახიობების შრომითი დავა

22.10.2022 07:00

თუმანიშვილის თეატრში, ივანე ხუციშვილის სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშვნის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობა ათეულით შემცირდა. მათი გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც შტატგარეშე პოზიციაზე გადაიყვანეს, შემცირდა შრომის ანაზღაურებაც. პარალელურად ამისა, გაიზარდა სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ხელფასები. მნიშვნელოვანია, რომ მსახიობები, რომლებსაც ანაზღაურება მოუმატეს და სამუშაო პირობები გაუუმჯობესეს, დგანან შევიწროვებულ კოლეგათა გვერდით და მზად არიან, მათთან ერთად განაგრძონ ბრძოლა. პროფკავშირი „გილდია“ თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს პირველი კოლექტიური შრომითი დავის პროცესში ეხმარება. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.  . Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: