გამოხმაურებები ბელარუსზე


ბელარუსში რუსეთის შეჭრა გამორიცხული არ არის - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი. ეს განცხადება ლიეტუველმა დიპლომატმა ბერლინში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ბელარუსის საკითხი განიხილება. ევროპელი დიპლომატები ბელარუსი მაღალჩინოსნების სიაზე მუშაობენ. 20-მდე პირს სანქციები დაუწესდება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში გასაგზავნად შეიქმნება სარეზერვო საპოლიციო ძალები. ბელორუსში საპროტესტო აქციები არ წყდება. მინსკში გუშინ გამართულ აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ჟურნალისტებიც. არსებული ვითარების ფონზე, ლუკაშენკოს ბრძანებით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან