კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება საქართველოში


საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა - გამოვლინდა 1 250 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში 32 ათასამდე  ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.91 პროცენტია. დღეს ქვეყანაში აღრიცხული ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარაში - 78, იმერეთში - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში 115, დანარჩენ რეგიონებში კი უფრო დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე 3 500-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 609 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორ ფასდება დღეს არსებული ეპიდემიური ვითარება, ასევე რა მდგომარეობაა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თათია ტაბეშაძე გვიერთდება ამ სიახლეებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან