აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა


✨ თბილისის აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა 21 სექტემბერს ახალ სასწავლო წელს იწყებს!

🔰 მონაწილეები ნაწილდებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
✔ 5-6 ✔ 7-8 ✔ 9-10 ✔ 10-11 ✔ 12-14 ✔ 15-17

🔰 პროექტი აერთიანებს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ფსიქოლოგიას, მხატვრულ ლიტერატურას, არტ-პედაგოგიკას და ანალიტიკურ აზროვნებას. მიმართულებები მორგებულია ასაკობრივი კატეგორიების სპეციფიკას.

📚 📖 მხატვრული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში ბავშვები ეცნობიან ასაკისთვის შესაბამის ლიტერატურას, მსჯელობენ ტექსტებზე და იხილავენ მათში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებს.

✅ პროგრამები თემატიკისა და მიდგომების თვალსაზრისით იცვლება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. კურსი დატვირთული იქნება ზღაპრებით, იგავებით, მითებით (შესაბამის ასაკში), კლასიკური თუ თანამედროვე მხატვრული ნაწარმოებებით, ასევე ფილოსოფიური ტექსტებითა და საკითხებით უფროს ასაკობრივ კატეგორიაში.

✅ შეხვედრების მიზანია, მოზარდმა შეძლოს ნაწარმოებებში ასახული პრობლემატიკის აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მხატვრულ ტექსტთან დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსიური მიდგომა,
მოზარდის წიგნთან დაახლოება, ტექსტებთან საინტერესო, სახალისო, სიღრმისეული მიდგომის ჩამოყალიბება.

📚 ლიტერატურის მიმართულებით შეხვედრებს უძღვებიან: მწერალი, კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი, ლიტერატურათმცოდნეები მარიტა კაპანაძე და ლიკა ჩხაიძე.

💡 ფსიქოლოგიის მიმართულება კომპლექსური კურსია მოზარდებისათვის, ფსიქოლოგთან ერთად ჯგუფი განიხილავს აქტუალურ, მათი ასაკისთვის საინტერესო, განსაკუთრებით პრობლემურ საკითხს (სირთულეების დაძლევის გზები, ემოციების მართვა, კომპლექსები, ფობიები, კომუნიკაციის პრობლემები, თვითშეფასება, ინტერნეტ დამოკიდებულება...)
მეგობრულ, თავისუფალ გარემოში თანატოლები ერთმანეთს აზრებსა და გამოცდილებას უზიარებენ.

✅ ფსიქოლოგიის შეხვედრებს უძღვებიან: ფსიქოლოგები მარინა კაჭარავა, დავით ანდღულაძე, ნინო ბუაძე.

💡 არტ-პედაგოგიკის მიმართულება ითვალისწინებს ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების საკითხების ბავშვისათვის გასაგები, მარტივად აღსაქმელი მეთოდებით მიწოდებას, თამაშით სწავლებას.

🔰 არტ-პედაგოგიკის შეხვედრებს უძღვება პედაგოგი ია ჩიკვაიძე.

📚 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების კურსი მოზარდებისათვის ორიენტირებულია ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
ლოგიკური აზროვნებისა და საკუთარი აზრის სწორად არგუმენტაციის უნარი.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ფილოსოფოსთა ნააზრევს, მხატვრულ ტექსტებს, გაეცნობიან ფილმებს. იმსჯელებენ წამოჭრილ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც მათ ზოგად განათლებასა და მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად გააფართოვებს.

🔰 ფილოსოფიის და ანალიტიკური აზროვნების შეხვედრებს გაუძღვება ფილოსოფოსი დაჩი ფაჩულია.

🔹 მოსწავლეებს აქვთ პერიოდული შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, ლიტერატორებთან, ფსიქოლოგებთან, საინტერესო ადამიანებთან ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან.

🔰 აზროვნების აკადემია არის ადგილი, სადაც მოსწავლეთათვის ცოდნის და გამოცდილების შეძენა მოსაწყენი და მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად სახალისო და საინტერესოა. ეს არის სივრცე აზრთა გაცვლა-გამოცვლის, გამოცდილების გაზიარებისა და ინტერაქციისათვის.

📅 რეგისტრაციისთვის და ასაკობრივი კატეგორიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამის ბმულს:

✅ 5-6 👉 https://bit.ly/2zlVpjM
✅ 7-8 👉 https://bit.ly/2KY7S3J
✅ 9-11 👉 https://bit.ly/2Zv0hSj
✅ 12-14 👉 https://bit.ly/2Zy3jVX
✅ 15-17 👉 https://bit.ly/2lPsDVm

✅ პიროვნული ზრდის და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსი: shorturl.at/szACV


📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ.

⏳ შეხვედრის ხანგრძლივობა - 2სთ (5-6, 7-8 ასაკისათვის 1 საათი და 40 წუთი).
⏳ პროგრამის ხანგრძლივობა - 9 თვე


🔖 კურსის საფასური - თვე (4 შეხვედრა - 8 საათი) - 145 ლარი.
🔖 ერთიანი გადახდის შემთხვევაში - 985 ლარი (9 თვე)
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება - თვეში 85 ლარი.

🔖 დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

📅 სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/32aZtzB

📌 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 🔸 555 599 391

ვიდეოები „აზროვნების აკადემია"-ისგან