ახალი სატელიტი ორბიტაზე - მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის

23.03.2014 02:13

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა თანამგზავრულმა ოპერატორმა დედამიწის ორბიტისკენ ახალი, მძლავრი სატელიტი გაგზავნა. საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის სატელიტის გაშვება მნიშვნელოვანი ფაქტია. აღნიშნული სიახლე პირდაპირ კავშირშია ციფრულ მაუწყებლობასთან. "ეს ი ესი" თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 55 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელემაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იხილეთ თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.

გაზიარება: