გზის რეაბილიტაცია ადიგენში

07.10.2022 01:00

ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სოფელ უდეში, ე.წ. ზაზათუბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 610 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის საფარი დაიგო, აგრეთვე სანიაღვრე არხები, გაბიონები და ეზოში შესასვლელები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. საერთო ღირებულება ჯამში 1 268 999 ლარს შეადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania