#გახდიიუნკერი - სწავლა აკადემიაში
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:
1. სრული ზოგადი განათლების მქონე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ან დარეგისტრირდებიან სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებად (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) და რეგისტრაციისას აირჩევენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
✔ თავდაცვა და უსაფრთხოება (ამოქმედდება 2016-2017 სასწავლო წლიდან)
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:
☑ ზოგადი უნარები
☑ უცხო ენა
☑ ქართული ენა
☑ მათემატიკა
2. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში.
3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და გაგზავნილ იქნებიან სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად.
5. საბუთების მიღება იწარმოებს აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.