პირველი საწარმო ფოთის ინდუსტრიულ ზონაში

22.01.2020 01:28

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა.

ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ. მ ფართობის ნაკვეთზე შენდება. საწარმოში ქართული და უცხოური ნედლეულის - ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან  სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმება. მიღებული პროდუცია ექსპორტზე უნდა გავიდეს. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი. მოცულობა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine