ნინო ბურჯანაძე მოსკოვში

03.12.2019 01:25

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და არ არის გამორიცხული, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: