ანაკლიის პორტის მშენებლობა


კონსორციუმი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობს, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

კომპანია სტრატეგიული ობიექტის დაფინანსებით დაინტერესებული ოთხი საერთაშორისო ბანკის მოთხოვნას აჟღერებს. 400 მილიონი დოლარის სესხის სახით გაცემის სანაცვლოდ პორტის პოტენციური ინვესტორები ტვირთბრუნვის ნაწილში სახემწიფოსგან გარანტიებს მოითხოვენ. სწორედ მითითებული თანხის მოზიდვის შემდეგ უნდა დაიწყოს ზაფხულში ანაკლიაში ძირითადი სამშენებლო სამუშაოები.

მოთხოვნა გაუგებარია პრემიერისთვის, რომელმაც დღეს კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობები შეახსენა.

მმართველი გუნდის მიერ პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის პრიორიტეტულ პროექტად გამოცხადების მიუხედავად, ოპონენტები ანაკლიის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან