„შემოდგომის თბილისის“ გახსნამდე ერთი დღე რჩება


საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ გახსნამდე ერთი დღე რჩება.

პროგრამა 10 კონცერტს მოიცავს, რომელშიც ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალს ცნობილი კატალონიელი მუსიკოსის, იორდი სავალის და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი გახსნის.

„შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს ლეგენდარულმა ქართველმა დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ დაარსა.

ფესტივალი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან