სოსო გოგაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

16.07.2022 06:24

სოსო გოგაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. პარალელურად, მის სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს უკავშირდება. მათ შინაარსზე ახლობლები ვერ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს ჩანაწერები დიპლომატიური კორპუსისთვის უკვე გადაცემულია. ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: