„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე.”- ამის შესახებ საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის კომენტარის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში:
„რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. ამ ფონზე, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება და სამწუხაროა, რომ საუკუნეების შემდეგაც, რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება. თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა. “ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში .
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი იმ დონეზეა მზად საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. აღნიშნულის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების დამყარებას დაიწყებენ, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“, – თქვა ბიკანტოვმა. მისივე განცხადებით, 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების მისამართით მასიური ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც დაიწყეს შეტევითი ოპერაცია ტანკებისა და ავიაციის მხარდაჭერით. ბიკანტოვი აცხადებს, რომ „რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისგან ქართული ინტერვენციის შეჩერებით“ და უზრუნველყო „სამხრეთ ოსეთისა და ასევე აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებით“. მისი თქმით, ამჟამად რუსეთი წარმატებით ავითარებს მოკავშირეობრივ ურთიერთობებს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სხვადასხვა სფეროში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.