კონსულტაციები პრეზიდენტთან


უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსულტაციებს ისევ სთავაზობს. ავლაბრის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის ფორმებზე ფიქრობენ. ერთ-ერთ ვარიანტად ღია კონკურსის გამოცხადება იგეგმება. თუმცა ამ იდეას კონსულტაციებში აქტიურად ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ ეთანხმება. ინიციატივა არ მოსწონს საპარლამენტო უმრავლესობასაც, რომელიც  პოზიციის შეცვლას არ აპირებს და კონსულტაციებში მონაწილეობის აზრს კვლავ ვერ ხედავს.

ორშაბათს უნდა გაირკვეს, კანდიდატის შერჩევის რა მოდელზე შეჩერდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამკვირიანი კონსულტაციების შემდეგ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან