დემოკრატიის კვალდაკვალ / In the Footsteps of Democracy / ლექცია V

02/20/2019

ლექციის თემა: საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია - ჩრდილოვანი წარსული და თანამედროვე გამოწვევები
მომხსენებელი: გიორგი ქადაგიძე

25 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც, საქართველოს შესაძლებლობა მიეცა, საბჭოთა ცენტრალიზებულად გეგმიური მეურნეობიდან გადასულიყო საბაზრო ეკონომიკაზე. ეკონომიკური ტრანსფორმაცია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საკმაოდ რთული გზით წარიმართა. გარდაქმნების პროცესი, რამდენიმე სამოქალაქო ომის ფონზე და ზოგადად, რთული პოლიტიკური ფონით მიმდინარეობდა. მხოლოდ 1995 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მეტ-ნაკლებად დაჩქარება და უკვე მოგვიანებით, საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებში დამსახურებული ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, სიღატაკე და უმუშევრობა კვლავ რჩება ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად, სოფლის მეურნეობა, რაშიც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია ჩართული, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სეგმენტია. უფრო მეტიც, ექსპერტებს შორის თითქმის არ არსებობს კონსენსუსი საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესახებ. გიორგი ქადაგიძე, სწორედ ამ თემების ირგვლივ საუბრობს და გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების შესაძლო სცენარებს .

Topic of the Video-Lecture: Georgia´s Economic Transformation: Shadow of the Past and Future Challenges
Speaker: Giorgi Kadagidze, Dean of Business School of Ilia State University

It’s more than 25 years since Georgia moved from the Soviet central planned economy to the market economy. All countries that abandoned Communism had a period of economic downturn in a transitional period. In Georgia state building process and transition period from communism into democracy was even more difficult due to several civil wars as well as general implosion of the state. Since 1995, Georgian economy started to grow. However, poverty and unemployment are still widespread. Agriculture where half of the population is engaged one of the most underdeveloped segments. Moreover, there is no consensus among experts on the best possible way for Georgia’s further economic development. Giorgi Kadagidze, shares in this video lecture his perspective on Georgia’s economic transformation processes and future perspectives for Georgia.

(c) Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus / https://www.kas.de/web/suedkaukasus/home პროექტის ავტორი - გიორგი ბუტიკაშვილი

ვიდეოები „Konrad Adenauer Foundation South Caucasus"-ისგან