ნაცემი ფსევდოინფო 9-ის ოპერატორი

17.08.2012

http://info9.ge/ კოალიცია „ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი სოფელ იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კოალიციის გაზეთებისა და ფლაერების დარიგების აქციაზე იმყოფებოდა. აქციაზე უცხო პირებმა ფსევდოინფო 9-ის ოპერატორს სცემეს და კამერა დაუზიანეს. როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, პირები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დაჰყვებოდნენ, პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ და ფსევდოინფო 9-ის ოპერატორი ნამდვილი „ინფო 9"-ის ოპერატორის მაგივრად შეცდომით სცემეს.

გაზიარება: