ჩაქაფული | ლუკა ნაჭყებია
არსებობს კარგი ქართული კერძები და არსებობს ჩაქაფული. ☘💚 გამოგვყევი: instagram: / facebook: / chef.cave tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? #რეცეპტი #სეზონიმოვიდაvol.2 #ლუკა #ჩაქაფული #შეფქეივი --------------------------------------------------------------- Მე თუ მკითხავთ, Ჩაქაფული ის კერძია, რომელსაც არა ერთი, არამედ სულ ყველა ვიდეო უნდა მიეძღვნას :) Ჰოდა, ჩემებურ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. Ინგრედიენტები Საქონლის კისერი - 1კგ Დეკეულის არტალა - 700გ Ტყემალი მთლიანი - 150გ Თეთრი მშრალი კახური ღვინო - 500მლ Წყალი ბულიონისთვის 1000მლ (და რასაც მოიკლებს იმას დაამატებთ) Ქინძი - 120გ Ტარხუნა - 240გ Ოხრახუში - 40გ Მწვანე ხახვი - 120გ Მწვანე წიწაკა - 40გ Სიმინდის სახამებელი - 12გ Მარილი ბულიონისთვის - 7გ Გარნირი Კარტოფილი - 450გ Კარაქი - 90გ Წყალი - იმდენი რომ კარტოფილი დაფაროს Მარილი - 3-4გ Ჩაქაფულისთვის ვაკეთებთ ბულიონს: Არტალას ვჭრით 5-7 სანტიმეტრიან ნაჭრებად და ვბრაწავთ სიმინდის ზეთში. ოდნავ მოოქროსფრების შემდეგ, ვასხამთ 1 ლიტრ წყალს და ვადუღებთ დაბალ ტემპერატურაზე. Მოქაფვა აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია - თუ არამღვრიე ბულიონი გსურთ მიიღოთ. 10 წუთი დუღილის შემდეგ ვუმატებთ 500მლ ღვინოს. Შემდეგ, Მწვანილს ვყოფთ შუაზე, ხახვს ვაჭრით თეთრ ნაწილებს და ვუმატებთ ბულიონს. Დარჩენილ მწვანე ხახვს ვუმატებთ განახევრებულ მწვანილს, ვკრავთ ბუკეტის ფორმით, ვუმატებთ ბუკეტს წიწაკას და ვდებთ ბულიონში. Ვადუღებთ 40-50 წუთის განმავლობაში. Წყალს თუ იკლებს ვამატებთ. Პარალელურად Ვამატებთ ბულიონში მარილს და ტყემლის ნახევარს. Შემდეგ, Კისერს ვჭრით 4-6 სანტიმეტრიან ნაჭრებად. Ვაცხელებთ ტაფას, ვასხამთ ზეთის თხელ ფენას და Ვბრაწავთ ხორცს ყველა მხრიდან. როგორც კი ხორცი მიწვას დაიწყებს, ეგრევე დავიწყებთ ბულიონის მასზე დოზირებულად დასხმას. Ბულიონი ხორცს მუდმივად ნახევრად უნდა ფარავდეს. Ამ ყველაფერს ვუმატებთ ტყემალს და მინიმალურად მარილს, რადგან ბულიონი თავისთავად უკვე მარილიანია. Შემდეგ ეტაპზე, ბულიონს Ვამატებთ ტყემალს, ვთუშავთ 50 წუთი დაბალ ცეცხლზე სახურავდაფარებულს, პარალელურად კი ვამატებთ ჯამში 700მლ ბულიონს დოზირებულად, პროცესის მანძილზე. 50 წუთის შემდეგ, თუ ბულიონი კარგად არ გასქელდა, სახამებელს გავხსნით თბილ წყალში და დავუმატებთ წვნიან ხორცს, მოვურევთ, წამოვადუღებთ, რაც გაასქელებს სოუსს. Დარჩენილ მწვანილს ვაშორებთ ღეროებს და ვჭრით წვრილად. Ხორცი როცა დარბილდება , მოვაყრით მწვანილს, ამოვურევთ და კერძი მზადაა სერვირებისთვის. Რაც შეეხება Კარტოფილს გარნირად: Კარტოფილს ზეთიან ქვაბში ოდნავ მოვბრაწავთ, დავასხამთ წყალს ისე, რომ დაიფაროს, ვურიოთ, დავამატოთ კარაქი, მარილი და მოვთუშოთ დარბილებამდე და წყლის ამოშრობამდე. Ესაა ჩაქაფულის ჩემეული ვერსია. Თუკი დაამზადებთ, მეც გამიზიარეთ, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს უკუკავშირს. Სიყვარულით, ლუკა შენს მიერ მომზადებული კერძის ფოტო ჯგუფში გაგვიზიარე: / chefcave
მსგავსი ვიდეოები
ჩაქაფულის რულეტი | ორიგინალური და განსხვავებული ვერსია
შუადღე GDS / shuadge GDS
როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული
Your Cooking Show
ბატკნის ჩაქაფული
Taste Corporation
ეპიზოდი 9: #მასტერშეფის დიდი ნახევარფინალი
MasterChef Georgia
ჩაქაფული | შეფი ლევან კობიაშვილი
Taste Corporation
ჩაქაფული | დღის რეცეპტი იმედზე
TV IMEDI
Chakapuli | ჩაქაფული | Чакапули - Georgian cuisine recipe
Cook at Home
აჩო \u0026 ქეთის მხიარული შოუ | კატლეტად ქცეული ჩაქაფული
შუადღე GDS / shuadge GDS