აფეთქება ყირიმში და ვითარება უკრაინაში
ამ წუთამდე იკვლევენ, რამ გამოიწვია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი მასშტაბური აფეთქება. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. ნოვოფედოროვკას აეროდრომთან საავაციო-საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. უკრაინის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიში თუ პარტიზანების კვალი - განიხილება აფეთქების რამდენიმე ვერსია. სწორედ რვა წლის წინ ანექსირებულ ყირიმს მიუძღვნა საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის აზრით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთით შეტევებს არ წყვეტენ. მწვავედ დგას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების პრობლემა. საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ და სახიფათო მასალებით სავსე სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომა ამ დრომდე არ აქვს. უკრაინა ობიექტზე კონტროლის დაბრუნებას ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აფეთქება ყირიმის ხიდზე | ყირიმი ფაქტობრივ ბლოკადაში ექცევა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება
Guriis Moambe
აფეთქება
bumerangebi
აფეთქება ბეირუთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება დიღომში - დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კვლავ...
TV IMEDI
აფეთქება დიდ დიღომში / Afetqeba did digomshi
Future Post
აფეთქება დიღომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster