კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა


საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ფინანსთა ყოფილი მინისტრის კახა ბაინდურაშვილის დაკითხა დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოწმემ ჩვენება დისტანციურად მისცა. მას კითხვებს დაცვის მხარე უსვამდა.

უფლებადამცველის თქმით, მოწმე იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული.

განსხვავებულია სახელმწფო ბრალდების პოზიცია. პროკურორის თქმით, მოწმემ ჩვენებებით ორივე ბრალდებულების დანაშაული დაადასტურა.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან