თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. საქართველოს მოქალაქეს ქალაქ გაზიანტეპში მიაკვლიეს. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი. თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ პირველი არხის ეთერში განაცხადა. დიპლომატი ამბობს, რომ გამომგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული სქემის შესახებ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ელჩი ამ წუთისათვის სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემგზავრება, სადაც ქართველ მაშველებს მოინახულებს, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მეხუთე დღე მიწისძვრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეხუთე დღე მიწისძვრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში, მაშველებმა ნანგრევებში საქართველოს კიდევ ერთი მოქა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვითარება თურქეთში - გიორგი ჯანჯღავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე...
TV IMEDI
თურქეთში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი ! #Emi...
Emigrant TV
ვითარება თურქეთში - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უახლესი ინფორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე...
TV IMEDI