109 400 ლარი თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად


საქართველოს მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს 2014 წლის ზაფხულში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღსადგენად 109 400 ლარი გამოუყო. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების და გარეგანათების აღდგენა.
თელავის მუნიციპალიტეტში სახურავების რეაბილიტაციაზე 76 500 ლარი დაიხარჯება, გარეგანათების აღდგენაზე 31 800 ლარი, 1 100 ლარი კი ხარჯთაღრიცხვის შედგენას მოხმარდება.
ზაფხულის სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა მოხდება ამბროლაურსა და ცაგერშიც. მთავრობის ინფორმაციით, სამივე მუნიციპალიტეტზე ჯამში 1 146 249 ლარი დაიხარჯება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1DwVNYq

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან