უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება


ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულმა სადავო კანონ-პროექტმა პარლამენტში კონფიგურაცია შეცვალა.

„ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების მიზნით მომზადებული ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვეს. ბესელია პარტიიდანაც წავიდა. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებულმა საპენსიო რეფორმის ალტერნატიულმა ხედვამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

ახლა მთავარი კითხვაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც ბესელიასთან ერთად მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონ-პროექტის თანა-ავტორები და მხარდამჭერები არიან. მანამდე კი უკვე ყოფილ თანაგუნდელებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.

ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობდა თემაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან