უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში
ომის სისასტიკეს გამოქცეული და დევნილად ქცეული ადამიანების უმძიმესი ისტორიები - „მოამბის“ გადამღები ჯგუფი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მუშაობს. პოლონეთის სოფელ მედიკაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადები არ წყდება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კარვებიცაა მოწყობილი. უკრაინიდან წამოსულ მოქალაქეებს შორის ქალები და ბავშვები სჭარბობენ. ყველაზე დიდი ნაკადები მარიუპოლიდან, ხარკოვიდან, ზაპოროჟიედან და კიევიდანაა. გამშვებ პუნქტთან ლტოლვილებს მოხალისეები ხვდებიან, პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ, შემდეგ კი დევნილები სარკინიგზო ქალაქამდე ავტობუსებით გადაჰყავთ, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებენ. ადამიანები, რომლებიც ახლა მეზობელ ქვეყანას აფარებენ თავს, ომის მალე დასრულების და საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მალე დაბრუნების იმედს არ კარგავენ. გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძის და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში - ქართული რესტორნის მხარდაჭერ...
Business Media Georgia
როგორ გავაბედნიერეთ 10 000 მდე უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი პოლ...
Soso Around The World
ჯოზეფ ბაიდენის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინიდან პოლონეთისკენ ლტოლვილების ნაკადი მიედინება
ამერიკის ხმა
თეთრი სახლის ლიდერი პოლონეთშია
TV IMEDI
უკრაინელები ლტოლვილები პოლონეთში
Euronews Georgia
#მოამბე 21 საათზე, 16 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster