საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან

16.10.2019 01:33

ქალაქ რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მათ რუსთავში არსებული სოკოს საწარმოდან მომდინარე უსიამოვნო სუნის პრობლემა გააპროტესტეს და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდეს. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მერია როგორც მესამე მხარე, სოკოს საწარმოსთან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო და მიღწეულია შეთანხმება, რომ კომპანია განახორციელებს საწარმოს მოდერნიზებას და შეიძენს ფილტრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: