ყვარელში მეხის დაცემას 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მეხის დაცემის შედეგად 54 წლის ნოდარ თუშუროვი გარდაიცვალა. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს\" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა მინდორში იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი საქონელს მწყემსავდა. დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1olFkhN

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან