„ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ - უგულავას ინიციატივა
02/08/2022
გაერთიანდება თუ არა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ერთ მაგიდასთან მსხდომი და საერთო მიზნებისთვის მებრძოლი ოპოზიცია? - იმის მიუხედავად, რომ მსგავსმა ერთობამ ჯერ-ჯერობით ამომრჩეველთა უმეტესობის ნდობა ვერცერთ არჩევნებში მიიღო, გიგი უგულავამ გაერთიანების იდეა კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ის ფიქრობს, რომ „ქოლგა პარტია“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდე, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. უგულავა მოქმედების სტრატეგიას უკარნახებს „ლელოს“ და მოქმედი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს. მათ შორის მათაც, ვინც ამჟამად აქტიურ პოლიტიკაში არ არის. გიორგი გახარიასთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად, უგულავამ ირაკლი ალასანიასა და გიორგი კვირიკაშვილის გვარებიც დაასახელა. ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი გაერთიანების იდეას აბსურდულს უწოდებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო არაფერი აქვს. იდეას სერიოზულად არ აღიქვამენ არც მმართველ გუნდში – „ქრთული ოცნება“ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვა ოპოზიციური პარტიების დამონების მცდელობად აფასებს და ოპონენტებს წარსულ გამოცდილებას ახსენებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.