თბილისი, 26 აგვისტო, 2016 - ისტორიას დარჩება - Tbilisi, Georgia

08/27/2016
Saba Gvetadze-ის მიერ

აი, ეს არის ნამდვილი თბილისი - დილიდან მტვრიანი ქუჩებით, მუხლგადახლეჩილი ღობეებით, ფრაგმენტულად ალეწილი ეზოებით, ყვითელი ავტობუსებით და ამ ავტობუსებში შესახლებული ღარიბი ხალხით, მოხუცი ბოზივით შედღაბნილი კოლმეურნეობის მოედნით, ნეონით განათებული ფრესკებით და იაფფასიანი, უიმედოდ პირდაფჩენილი დუქნებით, სარესტავრაციო ისტორიით და სამშენებლო ისტერიკით, ჩალეწილი სკამებით, დაბზარული მილებით, თვითგანახლების საცოდავი მცდელობით, ახალი აბრებით და მოუვლელი ბაღებით, შრამიანი ტროტუარებით, გაღიზიანებული მოხუცებით, ქურთის ნინძა ბავშვებით, გაჯიანი სადარბაზოებით, ხორც-ჩაკერებული ასფალტით და მატყუარა გამყიდველებით.
აი, ეს არის ნამდვილი თბილისი, და არა ის პრიალა კადრები, მოწმენდილი ცის ფონზე რომ დაფრინავენ სუხიშვილები, სათნოდ რომ გიღიმის პაპიროსიანი დიაკვანი და კაფეში ქერა თმას რომ ვარცხნიან ერთმანეთს მზეთუნახავი ქალწულები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თბილისია ასეთი - უხეში, მხდალი და თმაგაცვენილი.
ქალაქი აგრძელებს ცხოვრებას.
აუგუსტ 26, 2016 კი ისტორიას დარჩება.
#Tbilisee
#Tbilisi #თბილისი