რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

„ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოში მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 49 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოვლინდა 8 767 ახალი ინფიცირებული, აქედან მხოლოდ თბილისზე მოდის 5 ათასზე მეტი ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ფონზე, მიმართვიანობამ მოიმატა პედიატრიულ კლინიკებში. ბავშვებში კოვიდის გავრცელების ტემპი საგრძნობლად არის გაზრდილი. სკოლებში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მშობელი იღებს დისტანციურ სწავლებაზე ბავშვის გადაყვანის გადაწყვეტილებას.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები