"მედიააკადემიამ" 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა

14.12.2018 01:47

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის "მედიააკადემიამ" 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა. "ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში" ამ სახელწოდებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტისთვის ერთკვირიანი ტრენინგი ჩაატარა. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროექტების შექმნაზე იმუშავეს. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავდა თემების გაშუქების სტრატეგიასა და აუდიტორიის ანალიზს. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა. სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ მედიააკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კაკაბაძემ სოციალური მედიის გამოწვევებზე ისაუბრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: