ზუგდიდში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ
12/01/2018
სტიქიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ ზუგდიდშიც. ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ქარმა გაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლების დიდ ნაწილს, სამეგრელოში, დენი არ მიეწოდებოდა. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი. სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები.
მერიის სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.