ფესტივალი „ღამის სერენადები“


გერშვინის, ჩაიკოვსკის, კრეისლერის და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებები გაჟღერდა ბათუმში ფესტივალ „ღამის სერენადების“ მორიგ კონცერტზე. ნაწარმოებები კამერულ-ორკესტრ „საქართ ველოს ვირტუოზებთან“ ერთად,  ცნობილმა შვეიცარიელმა მევიოლინემ გეზა ჰოსზუ ლეგოცკიმ და პოლონეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, სალომე ჩიტაიამ შეასრულეს. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში დღეს ბოლო კონცერტი გაიმართება შემდეგ კი „ღამის სერენადები“ თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადმოინაცვლებს. ფესტივალი წელს იუბილარია, ის მეათედ იმართება. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან