სენაკის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

21.12.2023 02:10

სენაკის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს ფრაქცია „ქართული ოცნების “17-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ საკუთარი შენიშვნები გააჟღერეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. რაც შეეხება მეორე ოპოზიციურ პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, მათ ხმა არ მისცეს ბიუჯეტს. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „გახარია - საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება სენაკის მუნიციპალიტეტის მერთანაც, რომელიც სხდომას ესწრებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია, მათგან 17 „ქართული ოცნება“, 12 - ენმ და 4 - „გახარია საქართველოსთვის“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani