„ეურაქსეს ჯორჯია“
2020 წლის თებერვლიდან „ეურაქსესის“ პლატფორმაზე გაჩნდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს კი ექნებათ პირდაპირი წვდომა „ეურაქსესის“ წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიამ 200 000 ევროს გრანტი გამოყო. ქართველი მეცნიერები ასევე შეძლებენ ჩაერთონ „ჰორიზონტ იუროფის“ სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში. პორტალზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა აფხაზ მეცნიერებს საქართველოს სახელით შეეძლებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...