თბილისში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

04.01.2020 01:30

თბილისში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც დამწვრობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წუხელ სხვადასხვა ტიპის დაზიანებით, კლინიკაში ოთხი მოზარდი შევიდა, თუმცა, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არასრულწლოვნები სამედიცინო დაწესებულებიდან, გუშინვე გაწერეს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ 31 დეკემბრიდან დღემდე, ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 32-მა პირმა მიმართა, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში არცერთი პაციენტი აღარ რჩება. სულ ქვეყნის მასშტაბით, ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 81 ადამიანი დაშავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: