102 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული დღე სახალხო ზეიმის გარეშე


საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ თარიღს ქვეყანა წელს არაპომპეზურად აღნიშნავს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღეს 102 წელი გავიდა. თუმცა „კოვიდ 19“-ის პანდემიამ სახალხო ზეიმად ქცეული დღის აღნიშვნის ფორმა მკვეთრად შეცვალა. რუსთაველის გამზირის ნაცვლად მოვლენების ეპიცენტრში ვაზიანის ბაზა იყო, საიდანაც ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობას მიმართეს.

დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 102 წლის თავზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია ყველა გამოსვლაში  აქცენტირებული იყო. 

მოკრძალებულად აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული რეგიონებშიც. ქუთაისის, გორისა და სენაკის ბაზებზე გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა. გაიმართა ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონილიც. ქართველ სამხედროებს სამშობლოსადმი თავდადებისთვის უწყებრივი მედლები გადასცეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან