საქველმოქმედო განცხადება


წლინახევრის ერეკლე დანელიას დახმარება სჭირდება.

ბავშვს მოკლე ნაწლავის სინდრომი აქვს. სიცოცხლე მას ყოველდღიური გადასხმების მეშვეობით უნარჩუნდება. ერეკლეს ფილტვის ფიბროზის მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა. მძიმე მდგომარეობას აციდოზი დაემატა, რაც ნიშნავს, რომ ერეკლეს უკვე ვენური კვების გადამუშავებაც უჭირს. მდგომარეობის გამო, ბავშვი სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს. ძვირადღირებული მკურნალობის ორკვირიანი კურსი 35 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან