პირველი არხის გადაწყვეტილება
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული კარანტინის პერიოდში, საქართველოს პირველი არხი ბიზნეს-სექტორს დახმარებას სთავაზობს. იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ადგილზე მიტანის მომსახურება, მაუწყებელი უფასო კომერციულ სარეკლამო დროს გამოყოფს. კომერციული რეკლამა განთავსდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ ინიციატივით მაუწყებელი დაეხმარება კომერციულ სექტორს, რომელსაც ვირუსის გავრცელების შედეგად რთულ პირობებში უწევს მუშაობა, პარალელურად კი წაახალისებს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და ყველა შესაძლო დისტანციური სერვისის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხის მეშვეობით მიიღონ. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში რეკლამის განთავსებისთვის, იურიდიულმა პირებმა, მისამართზე [email protected] უნდა გამოგზავნონ ელექტრონული მიმართვა შემდეგი ინფორმაციით: კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; დისტანციური სერვისის შესახებ ინფორმაცია; კომპანიის იურიდიული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; ვიდეორგოლი ატვირთული უნდა იყოს ვიტრანსფერზე და ბმული გამოგზავნილი ამავე ელექტრონულ მისამართზე; ინფო@ჯიპიბი.ჯი სარეკლამო რგოლი უნდა ასახავდეს არა უშუალოდ ამა თუ იმ ბრენდის, არამედ კომპანიის ადგილზე მიტანის სერვისის პოპულარიზაციას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოლიდარობის აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზარტული თამაშების რეკლამა და საკანონმდებლო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოლიდარობის აქცია საქართველოს პირველ არხთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის პასუხი „რადიო თავისუფლების“ სტატიაზე დასმუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დღისკოდი ახალი სეზონი პირველ არხზე #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster