ვანში გალაკტიონობა აღინიშნა


ვანში გალაკტიონობა აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, პოეტის 127 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახლ-მუზეუმში წიგნების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შესრულდა.

ღონისძიების ფარგლებში ხუთ მოქალაქეს საპატიო ვანელის წოდება მიენიჭა. მანამდე ინფრასტრუქტურის მინისტრი და მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი შეეხო წყალმომარაგებას და საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც 2019 წელს არის დაგეგმილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან