რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს
02/05/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - „რიონის ხეობა ერთი საუკუნით თურქული კომპანიისთვის გადაუციათ და ზოგიერთს, ვინც იქ ცხოვრობს, არც მიყიდული აქვს მიწის ნაკვეთი, არც არაფერი და იქ გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ერთი საუკუნე იცით რას ნიშნავს? არცერთი აქ მყოფი ცოცხალი აღარ ვიქნებით. თანაგრძნობა და თანადგომა მინდა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ვიცოდეთ - რა ინტერესები ტრიალებს იმ ხეობაში? ეს არ არის მხოლოდ ორი რეგიონის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს საკითხი და ყველას გვეხება“, - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიისთვის, შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ რიონის ხეობაში 576 ჰექტარი ტერიტორიის 99 წლით გადაცემასთან დაკავშირებით.