ვიცე-სპიკერის განცხადება


საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი უკრაინაში ქართველი დეპუტატების ვიზიტს აორგანიზებს, განცხადება ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. დღეს საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერის და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა უკრაინაში იბრძვის და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას. ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი, ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. მაგრამ ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად, უმჯობესია, ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცესპიკერმა, გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფის და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ლევან იოსელიანი.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან