საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველო-უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს. პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგორესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც, დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
MFA Georgia
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია - ხელმოწერა სტრატეგიულ შეთანხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში საქართველო მნიშვნელოვან შეთა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster