ალიევისა და ერდოღანის შეხვედრა
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. მანამდე ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა. თურქული და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში სრულფასოვანი ნორმალიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთისგან გულწრფელ ნაბიჯებს ელოდებიან. „ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს და გადადგმას გულწრფელ ნაბიჯებს“ - განაცხადა ერდოღანმა. თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში დარწმუნებულია. მოლაპარაკებების დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება იგდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე. ერდოღანის თქმით, „ეს ინიციატივა განამტკიცებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში და წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ერდოღან-ბაიდენისა და ერდოღან-ალიევის შეხვედრები - ზურა ბატია...
Rondeli Foundation
ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილჰამ ალიევისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კელი დეგნანის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოფიციალური მიღება
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ,...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალიევის და შევარდნაძის პრეს-კონფერენცია, თბილისი, 1996
The Eduard Shevardnadze Center
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაპირისპირება სომხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster